გოლიათის 38 სმ _იანი თითი


გერმანულმა გაზეთმა bild _მა მართლაც რომ სენსაციური მასალა გამოაქვეყნა.

ნაპოვნია გიგანტური თითი (38 სმ).  თითის აღსაქმელად ფოტოზე თითის ქვემოთ ფულის კუპიურა დევს.

bild _ი წერს რომ ფოტო 1988 წელსაა გადაღებული თუმცა, დღემდე არ გამოქვეყნებულა. ფოტოს ავტორი გრეგორ სპორია — იგი ეგვიპტოლოგია და ეგვიპტეზე განსაკუთრებულად შეყვარებული ადამიანი. იგი ამბობს, რომ 1988 წელს ეგვიპტეში ყოფნის დროს კერძო მომწოდებელი დაჰპირდა, რომ ძველ აკლდამათა მძარცველს გააცნობდა. კაიროდან ჩრდილო დასავლეთით 100 კილომეტრში მდებარე სოფელ ბირ ხუკერის ერთ — ერთ სახლში შეხვედრა შედგა, რომლის დროსაც გრეგორ სპორს ძონძებში გახვეული თითი აჩვენეს. _»ეს მოგრძო, სუნიანი პარკი იყო. გაოგნებული დავრჩი იმით, რაც ვიხილე. რელიკვიის ხელში აღებისა და ფოტო სურათი გადაღების ნება დამრთეს. ზომების შესადარებლად, თითის გვერდით ეგვიპტური 20 გირვანქიანიკუპიურა დავდე. თითი გამომშრალი და საოცრად მსუბუქი იყო. ყელში ბურთი გამეჩხირა. ეს საოცრება დაახლოებით 5 ფუტის სიგრძისა იყო. » ამის შემდეგ გრეგორ სპორი თითის მეპატრონეს ემუდარებოდა რომ თითი მისთვის მიეყიდა ნებისმიერ ფასად მაგრამ, მეპატრონემ განაცხადა რომ ეს თითი მისი ოჯახის ფასდაუდებელი რელიქვია იყო და მას ვერასდროს გაყიდდა.

ეგვიპტეში ნანახმა რელიკვიამ გრეგორ სპორი იმდენად განაცვიფრა რომ , მან მიატოვა საკუთარი პროფესია და გოლიათებზე წიგნის წერა დაიწყო.

hand.ge-http://hand.ge/7-bbbbbbbb-38-bb-_bbbb-bbbb.html

Оставьте комментарий