Facebook-ის მომხმარებლები, შესაძლოა, ორგანოთა დონორები გახდნენ

Facebook მსოფლიოს შეცვლას იწყებს. მისმა დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ სურვილი აქვს რევოლუცია მოახდინოს დონორი ორგანოების ბაზარზე და ამისთვის Facebook-ის სოციალური მექანიზმები გამოიყენოს.

ჯერჯერობით, ქსელის ამერიკელ და ბრიტანელ მომხმარებლებს შეეძლებათ თავის გვერდზე, პირად მონაცემებში მიუთითონ, რომ სიკვდილის შემდეგ შესაძლებელი იქნება მათი ორგანოების გამოყენება ტრანსპლანტაციისთვის.

ამის თაობაზე, ცუკერბერგმა ABC-ისთვის მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, Facebook ინიციატივის შეფასებისთვის სურათს ციფრები იძლევა: უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მარტო ამერიკაში 6 000-დან 7000-მდე ადამიანი გარდაიცვალა სატრანსპლანტაციო ორგანოს მოლოდინში.

ამჟამად, ორგანოების მთავარი მიმწოდებლები არიან ავტოკატასტროფებში დაღუპული ავტომობილებისა და მოტოციკლების მძღოლები. პრობლემა ისაა, რომ გარდაცვლილის შინაგანი ორგანოების გამოყენება, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ნებაყოფლობით აქვს დამატებული თავისი გვარი სპეციალურ რეგისტრში. სხვა შემთხვევაში ექიმები ვალდებულნი არიან, ნებართვა სთხოვონ დაღუპულის ნათესავებს, რაზედაც, არცთუ იშვიათად, უარს იღებენ და ძვირფასი დრო იკარგება.

ცუკერბერგი ამბობს, რომ მისი ინიციატივა ამ პრობლემას მაქსიმალურად გაამარტივებს. თუ ადამიანი Facebook-ით საშუალებით განაცხადებს თანხმობას, რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში ღვიძლი, გული ან ნებისმიერი ორგანო სატრანსპლანტაციოდ გამოიყენონ, მას გადაამისამართებენ საიტზე, სადაც ის თავისი გადაწყვეტილების იურიდიულად გაფორმებას შეძლებს. ეს კარგი მაპროვოცირებელი მაგალითი იქნება სხვებისთვისაც. შედეგად კი დონორთა რიცხვი გაიზრდება.

ექსპერტებს, არსებითად, მხოლოდ ერთი რამის ეშინიათ. არსებობს იმის ალბათობა, რომ ზოგიერთები მხოლოდ „პროფაილის“ განახლებით დაკმაყოფილდნენ და თავისი სოციალური მისიაც შესრულებულად ჩათვალონ, ანუ ოფიციალურად აღარ დარეგისტრირდნენ დონორად. მაგრამ უკანასკნელი მონაცემები ამ მოსაზრებას უკვე აბათილებს: ამერიკული დონორთა ორგანიზაცია Donate Life California-ში უკვე 700 დონორი დარეგისტრირდა. ეს კი ჩვეულებრივზე 8-ჯერ მეტი მაჩვენებელია.

ცუკერბერგის ინიციატივა აშშ-სთვის მართლაც წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს. იქ ,ორგანოთა გადანერგვის ოპერაციის მოლოდინში 113 ათასი ადამიანია. ყოველდღიურად, საშუალოდ, 79 ასეთი ტიპის ოპერაცია ტარდება, ტრანსპლანტაციის მოლოდინში გარდაცვლილ პირთა რაოდენობა კი დღეში, საშუალოდ, 18-ს შეადგენს.

პრესსა.ჯი

3 responses to “Facebook-ის მომხმარებლები, შესაძლოა, ორგანოთა დონორები გახდნენ

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s