პოლიტიკური რეალობა

რა ხანია უკვე ვაკვირდები საქართველოში დატრიალებულ მოვლენებს. ვფიქრდები და ვხვდები,რომ აბსურდია ეს ყველაფერი.  ვიღაც ფულის გამო იბრძვის, ვიღაც  სკამის გამო, ვიღაც კიდევ  თავის ხუშტურების დასაკმაყოფილებლად. და  ამას ვეძახით პოლიტიკას?  მოკლედ,როგორც მოგეხსენებათ  საქართველოში  იკვეთებო ორი ძლიერი  პოლიტიკული ერთეული: კოალიცია”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა”  და რაღა თქმა უნდა ლეიბორისტული პარტიაც :დდ,რომელმაც ჭაჭყანის მეტი არაფერი იცის.
არასდროს მიზიდავდა პოლიტიკურ საქმეებში ცხვირის ჩაყოფა, მაგრამ ეს  ვითარება სწორედაც ის პიკია, როდესაც მე ვაძლევ თავს უფლებას   გამოვთქვა ჩემი მოსაზრება  ამ ორი პარტიის შესახებ,რომლებიც იბრძვიან ქვეყნსი სამართავად.
განხილვას დავიწყებ კოალიცა ”ქართული ოცნებისგან”,რომელიც დაკომპლექტებულია ათასი  პოლიტიკის არამცოდნეთი.  ქართველები,ბოდიში და ფულზე დახამებული ერი ვართ,  დაინახეს ფულიანი კაცი და გონიათ,რომ ის ქვეყანას აუშენებთ.  შესაძლოა,მართლაც ააშენოს,მაგრამ რის სანაცვლოდ? ეს  არავინ იცის, რადგანაც  ივანიშვილის მოსვლის შედეგად საქმე გვექნება ჩვენს მეგობარ და აწ მტერ  სახელმწიფოსთან, რომელსაც მართავს პუტინი,დიახ ის პუტინი,რომელიც თავის ხალხს ჭირივით ეზიზღბა. მე რუსეთში ვცხოვრობდი წლები და  ძალიან მინდა,რომ კარგი ურთიერთობა აღდგეს   ჩვენს ქვექნებს შორის ,მაგრამ არა პუტინის დროს,  მხოლოდ და მხოლოდ პუტინის წასვლის შემდეგ თუ დავთანხმდები,რომ  რუსეთთან აღვადგინოთ კავშირი. მოკლედ  ძველბიჭებით და შევარდნაძის დროს მმართველი გუნდით შემდაგარმა კოალიციამ უნდა გვიშველოს?  რავი რაღაც ეჭვი მეპარება. მათგან გინებისა და მუქარის მეტი არაფერი მესმის, რატომღაც განდიდების მანიით არიან შეპყრობილნი და რაღაცად მოაქვთ თავი.
მოკლედ, მე ამ კოალიციაში ვერა და ვერ ვხედავ მომავალს, და თავისთავად    მათ  არც მივცემ ხმას.

როგორც იტყვიან ყველაზე გემრიელი ლუკმა მოვიტოვე ბოლოსკენ და ეს არის ”ნაციონალური მოძრაობა” . ერთი შეხადვით უწყინარი და კეთილმოსურნე  მართველი პარტიაა :დ ჰმ რავიცი, რავიცი არის კი ასეთი თუ თავს გვაჩვენებს? ხელფასების შემცირებისა და სამსახურებიდან ყოველდღიურად თანამშრომლების შემცირების მეტს არაფერს აკეთებს ეს პარტია. ასევე  გვპირდება  ნატოში შესვლას  არა და სინამდვილეში მათხოვრის ბავშვივით ვდგავართ ნატოს კარების წინ.  გვიკეთებენ შადრევნებს,  ველოსიპედის,დაკუჭული ბოთლისა და კვერცხებზე შემდგარი შლოპანცის ძეგლებს და ….  რატომღაც  ამ პარტიასთან ამ ძეგლების ასოციაციას ვახდენ ;დ  ა ხო და ბათუმი კიდევ,  რომელიც ააღორძინდა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენთავის არა, ეს  მიუწვდემელი ხილი  ჩვეულებრივი მოკვდათვის არ არის, რომელიც თვეში  ხელფასის სახით 250 ლარს იღებს  და  ერთ სტუდენტსა და დედას უვლის. სამაგიეროდ ბათუმი არის  პარლამენტარებისა და ტურისტებისთვის.  არა და ხალხი სიმშილით იხოცება, ამდენი მათხოვარი ქუჩაში  არასოდეს არ დამინახავს ახლა რომ ვხედავ.ნუთუ ასე ღტულია ამ გაჭირვებულ მოხუცებს დაეხმარონ?  ეს პარტია არის ასოცირებული  არა შედეგზე არამედ მოქმედებაზე, ხალხს  დაანოხოს რომ ის მოქმედებს და ამით მოატყუოს, სინამდვილეში კი ის  დგამს დაუფიქრებელ ნაბიჯს და შემდეგ უფიქრდება თუ რა შეიძლება მოყვეს ამ ქმედებას, იქცევა თინეიჯერივით.   ამის თვალსაჩინო მაგალითი არის განათლების სამინისტრო,რომელმაც დაგვტანჯა ,  თავისი ყოველთვიური რეფორმებით, რომელიც  მალევე უქმდებოდა.
ერთი სიტყვით თქვენ განსაჯეთ, მართალია მე აქ ბევრი რამ კიდევ არ მითქვამს, ის რისი გაგონებაც არც ერთ  ჩვენგანს არ ესიამოვნება, და არც მე წამადგება სამომავლოდ, ასე რომ  ვერც ამ პარტიაში ვხედავ მომავალს და თავისთავად  არც მას მივცემ ხმას.
ერთი სიტყვით დღეს დღეობით  მე ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ ძალას,რომელსაც მივცემდი ხმას.  მახსოვს ის პერიოდი როდესაც მიხაროდა  18 წლის იუბილეს მოახლოვება, ვფიქრობდი,რომ არჩევნებზე წავიდოდი და ხმას იმას მივცემდი  ვინც მომავლის შუქს დამანახებდა. წელს იქნებოდა ჩემიმთვის პიქრევლი არჩევნები,როდესაც შევძლებდი ხმის მიცემას, მაგრამ,სამწუხაროდ ეს  ბედნიერება ჩემთვის  კიდევ რამოდენიმე წლით გადაიდება :((

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s