სამუშაო სტუდენტებისთვის და იმედგაცრუებული მე

ჩავაბარე თუ არა უნივერსიტეტში გამიჩნდა სურვილი,რომ დამეწყო სამსახური და ჩემი თავი თვითონვე მერჩინა. დვიწყე სამუშაოს ძიება სხვადასხვა საიტებზე როგორიცაა:  ვაკანსია.ჯი  ჯობს.ჯი განცხადებები.ჯი  ყველაგან ბევრ საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს წავაწყდი სტუდენტებისთვის. მოკლედ ამოვიწერე  ყველას მეილი, ტელეფონის ნომრები და დავიწყე სივების შევსება და გადაგზავნა.  სულ რაღაც ორ საათში მომდიოდა პასუხი,რომელიც ატარებდა ერთი და იმავე შინაარს: » თქვენი სამოტივაციო წერილი აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, და გასაუბრებაზე გთხოვთ მობრძანდეთ ხვალ ……. » და ა.შ . იმდენად გახარებული ვიყავი,რომ აღარ ვიცდოი რაღა მექნა.
პირველი კომპანია,სადაც ვიყავი გასაუბრებაზე ეს იყო «ტიენსი«. როგორც ამ კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ ეს იყო გიგანტი ,ჩინური კომპანია, რომელიც მსოფლიოს 195 ქვეყანაში იმყოფება და საქართველოში ერთი წელია,რაც შემოვიდა. კომპანიის მიზანი იყო მოეწვიათ ახალგაზრდა, კრეატიული და ენერგიული ადამიანები,რათა ესწავლებნათ მათთვის ბიზნესის მართვა და მისი შენარჩუნება. კომპანია ახალმიწვეულთათვის აწყობდა ორ დღიან ტრენინგს სრულიად უფასოდ, რომელსაც ჩაატარებდა ვიღაც ბიზნესმენი ქალი სახელად ზოია. მოკლედ დამაინტერესა და  დავესწარი ორივე ტრენინგს. სიმართლე გითხრათ აღფრთოვანებული დავრჩი, და ვგრძნობდი რომ ეს ჩემი საქმე იყო.  ისე დაგვიხატეს მომავალი,თუ ამ კომპანიასთან ვითანამშრობმებთით ,რომ მეტი აღარ შეიძლება.  ხელფასებიც  სოლიდური იყო და გადავწყვიტე ამ კომპანიაში მუშაობა დამეწყო პრ–მენკერათ. მათი თქმით  მე ვიჯდებოდი ჩემს «კაბინეტში» და ინფორმაციას მივაწოდებდი ჩვენთან მოსულ ადამინს. სადაცაა ხელი უნდა მომეწერა ხელშეკრულებას,როცა დავიანხე წვრილი შრიფტით ნაწერი, რომ მე ვალდებული ვიყავი შემეძინა ამ კომპანიის პროდუქციაა 500$ ოდენობით. თველებში დამიბნელდა, მთელი ჩემი ოცნებები სადღაც გაფრინდა , ავკანკალდი და გაბრაზებული ხმით ვეკითხები იქ მყოფთ. ეს რა არის? რა პროდუქცია? ამაზე ხომ საუბარი არ ყოფილა ტრენინგებზე!  პასუხი არავის გაუცია, უცებ დამავლეს ხელი და გამიყვანეს გარეთ,რათა არ გაეგონა სხვებს, ვინც ხელს აწერდა.   ბევრი ვიჭიჭყინე თუ ცოტა, ეს კაცი დავითნხმე რომ ეამბო ყველაფერი ამ კომპანიის შესახებ. აღმოჩნდა,რომ ეს კომპანია საზრდოობს ლეგალური ბიზნესით და აწარმოებს საინფორმაციო ბიზნენს. უკეთ რომ გაიგოთ ლეგალური და არალეგალური ბიზნეის თუ რა  არის, მოგიმზადეთ ეს მოკრძალებული სურათი. ანუ მე უნდა შემეძინა პროდუქცია, და შემდეგ უდნა გამესაღებინა, ან  ბებიათან სოფელში გამეგზავნა :დ
მოკლედ არ ენდოთ საინფორმაციო ბიზნეს, რადგან ასეთ ბიზნესში ეძებენ ბიზნეს პარტნიორს და არა უბრალოდ თანამშრომელს. ხშირად ტყუვდება ხალხი, რადგან ტრენინგებზე პირდაპირი შეტევა მოდის ფსიქიკაზე და ფსიქოლოგიური შეტევის მოგიერება შეუძლებელია .
ხელი არ ჩავიქნიე და კიდევ გავარძელე ძიება,  მაგრამ უშედეგოთ ანალოგიური განმეორდა, ოღონც სხვა ფორმით. ახლა მინდა შევეხო ქართულ კომპანია BBT–ის.
როგორც უკვე ვახსენე ბბთ არის ქართული კომპანია, რომელიც სულ რაღაც ერთი წელია რაც არსებობს საქართველოს ბაზარზე და გაფართოების მიზნით იწვევს სტუდენტებს სამუშაოდ პრ–მენეჯერის თანამდებობაზე. აღსაღნიშნავია ,რომ ეს კომპანია ძირითადათ სტუდენტებზე მუშაობს. მოკლედ აქაც ვიყავი გასაუბრებაზე, სადაც მესაუბრებოდა ჩემზე სულ რაღაც  ორი წლით უფროსი ყმაწვილი და დაზეპირებულ ლექსად მიამბობდა ამ კომპანიის შესახებ, რამაც ძალაინ დამაეჭვა, ჩემი ეჭვის განსამტკიცებლად ,რამოდენიმე შეკიტხვა დავუსვი, რაზეც, როგორც მოველოდი, პასუხი  ვერ მივიღე, რადგან აქაც დაზეპირებულ ტექსტებს მესროულებოდა და თემიდან გადავყავდი.  ტრენინგებზე  აქაც მიმიწვიეს სადაც მომთხოვეს ათი ლარის გადახდა.  მე ვერ ვხვდები რა ნამოსუთ თხოვ სტუდენტს ფულის გადახდას, როცა იქეთ ეძებენ სტუდენტები ფულს. ასევე განაცხადეს ,რომ ხელფასი  გამომუშავებით იქნებოდა და შეიძლება თვეშ 10 ლარი აგვეღო ან 100, დამოკიდებული იყო იმაზე თუ ჩვენ როგორ ვიმუშავებდით. საბოლოოდ ცუდი სუნი ასდიოდა ამ საქმეს და აქედანაც წამოვედი.
მეგობრებო იმის თქმა მინდა ,რომ  არ  ენდოთ ადვილათ ასეთ შემოტავაზებებს, როგორიც პერსპექტიულიც არ უნდა სჩანდეს იმ მომენტში, კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ. ასევე არ გირჩევთ სამსახურის ძიებას ინტერნეტში, განსაკუთრებით ასეთი შინაარსის მატარებელი შემოთავაზებების: «საინფორმაციაო ბიზნესში ვიწვევთ….»  «მზარდი ხელფასი» «კარიერული ზრდა» «უზრუნველი ცხოვრება სტუდენტებს» კი სასაცილოა, მაგრამ ბევრი ასეთი ფრაზა შეგხვდებათ. არ მინდა მოტყუვდეთ და დრო ტყუილად დაკარგოთ. მაგრამ არც იმას გეუბნებით ,რომ ფარხმალი დაყაროთ, ეძებეთ სამსახური და დასაქმდით ,უბრალოდ დაუკვირდით.

9 responses to “სამუშაო სტუდენტებისთვის და იმედგაცრუებული მე

  1. აუ მე გავგზავნე სიცი ბბთ-ში და ეგრევე პასუხი მომივიდა გამოცხადდი გასაუბრებაზეო :დ კიდევ კარგი წინასწარ გადავქექე მაგათზე ინფორმაცია და აღარ წავედი :დ:დ:დ
    პ.ს. გამოსადეგი პოსტია, მაგრამ *მესროდა🙂

  2. ესე იგიიი ,ეხლა ვეძებდი სამუშაოს სტუდენტებისთვის და ამ პოსტს წავაწყდი :დ მაგ ბბთშიც ვაპირებდი გაგზავნას ამ მომენტამდე:) მადლობა ,რო გაგვიზიარე სინამდვილე…

  3. პოსტის ავტორ კარგი ხარ რომ ამ თემაზე დაწერე :*:* მე ორი წლის უკან შემემთხვა მსგავსი ამბავი (ინფორმაციული ბიზნესი და რამე:დ) იმედით დავდიოდი ტრენინგებზე კომპანია bbc(:|)ში, სადაც მსგავსი სიტუაცია იყო, მეც გამიჩნდა ლოგიკური და მათთვის არასასიამოვნო შეკითხვები ტრენინგის დროს.ანალოგიურად ცალკე ოთახში გამიყვანეს და ცდილობდნენ ჩემს დარწმუნებას დაუსაბუთებელი,»არადამარწმუნებელი» ახსნა–განმარტებების საშუალებით.მოკლედ, საუბრისას აღიარა ერთ–ერთმა, რომ ეს ტრენინგები ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას(დაბოლებას) ადამიანების «ჭკუაში მოტყუებას» ისახავდა მიზნად და გარკვეულ სეგმენტზე იყო გათვლილი. მათგან წამოვედი(რათქმაუნდა).რამოდენიმე კვირაში ტელევიზორში ვიხილე შსს–ს განცხადება მათზე,სასაცილო ისააა რომ ხალხის მოტყუებისთვის კიარა,––>გადასახადების დამალვისთვის დაიჭირეს. ასე რომ მსგავს კომპანიებს კანონი ხალხის «დაბოლებას» არ უკრძალავს, და დღეს მრავლადაა მსგავსი კომპანიები.
    ასე რომ >>>>>არ მოტყუვდეეეეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  4. rato ggoniat ro tyulilia da sisulelea aseti samushaoebi. chemo axlobeli mushaobs bbt-shi da seriozul xelfass igebs da dzalian bevri kmayofilia. nu tiensize vici bevri cudi magram bbt-ze ver dagetaxmebit

  5. ძალიან დიდი მადლობა ავტორს და იმედი მაქვს რომ სხვა სტუდენტებიც ნახავენ ამ პოსტს:)) რამდენიმე თვის წინ ვიპოვე კურიერის ვაკანსია. მივწერე სკაიპში, რომ კურიერის ვაკანსია ვნახე და შემავსებინეს რაღაც ანკეტები, მერე გამომიგზავნეს დოკუმენტები, სადაც ეწერა რომ მზარდი ხელფასს და კარიერული ზრდას თავაზობდნენ სტუდენტებს და დავეჭვდი, კურიერთან რა შუაშია მეთქი :დ მივწერე კურიერის ვაკანსია გაქვთ თუ არ გაქვთ მეთქი და არაო :დ აბა რისთვის გამომაგზავნინეთ ეს ანკეტები და რატომ დამაკარგინეთ დრო მეთქი და ასე მიპასუხეს პიარ მენეჯერის ვაკანსიააო. ძალინა გავბრაზდი, ხომ მოგწერეთ რომ კურიერის ვაკანსია მინდოდა მეთქი და იქეთ მეჩხუბეს ვერ ნახეო დოკუმენტებში პიარ მენეჯერზე რომ ეწერაო? მე ვუთხარი ვინც გეხვეწებოდა პიარ მენეჯერზე რომ გამომიგზავნე ანკეტა მეთქი და დამბლოკა სკაიპში :დ

  6. კიდევ კარგი წავაწყდი ამ პოსტს, მომივიდა შეტყობინება თითქმის იგივე შინაარსის რაც სტატიაში წერია, რაღაც შვედური კომპანიიდან. ინტერნეტი გადავქექე დავინტერესდი და ერთი და იგივე შინაარსის მქონე ვაკანსიებია განთავსებული და სხვადასხვა E-mail, skype, პიროვნებების სახელები და ტელეფონის ნომრებია მითითებული. ძაან დავეჭვდი, მგონი ესე ბლეფია …

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s